ცნობილი ბიზნესმენი ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა

გაიდაროვი

მოსკოვში, ბიზნესმენი და პროდიუსერი პიოტრ გავრილოვი გარდაიცვალა, „ვარსკვლავური“ პლასტიკური ქირურგის, ტიმურ ხაიდაროვის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ. Mash-ის ინფორმაციით, მამაკაცი კუჭის რეზექციის შემდეგ 10 დღეში გარდაიცვალა.

ტელეგრამის არხის ცნობით, დედაქალაქის IQ Plastique კლინიკის ექიმებმა გავრილოვს ოპერაცია 17 თებერვალს გაუკეთეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა. მამაკაცი უჩიოდა სუნთქვის გაძნელებას, ტკივილს გულმკერდისა და მუცლის არეში, თუმცა უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე. მალე ბიზნესმენის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, ის კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. გარდაცვალების წინასწარი მიზეზი ოპერაციის შემდეგ სისხლის მოწამვლაა.
გავრილოვის ახლობლები აცხადებენ, რომ ინფექცია შესაძლოა ხაიდაროვის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის დროს გადასულიყო, ახლა ისინი სამედიცინო დაწესებულებას უჩივლებენ. თავად ვარსკვლავურ ქირურგს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ამ სიტუაციაზე.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „გავრბივარ, მაკა ასათიანთან ფოტოს გადავიღებ მეთქი და... სულ სხვა შემრჩა ხელში“ - თამაზას რეაქცია სალომე უშხვანის დანახვისას

ქმარი, სოციალური დახმარების მიღების მიზნით, გარდაცვლილ ცოლს მაცივარში 8 წელი ინახავდა