აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგან, ესეც სარწმუნოება - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. როდესაც ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და ადასტურებს მისი მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან. მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან ( გამონაკლისის გარეშე). ესეც სარწმუნოება. რაც ეხება ენას, თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ღია წერილი გამოაქვეყნა.