ცივი ომის დროინდელი ბირთვული ბუნკერი ბრიტანეთში შესაძლოა უახლოეს დღეებში ზღვაში ჩამოიშალოს

ბუნკერი

აღმოსავლეთ იორკშირში, მდებარეობს შენობა, რომელიც 1959 წელს ბირთვული ომის შემთხვევაში სადამკვირვებლო პოსტის ფუნქციით აშენდა. გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, უკვე რამდენიმე დღეში ეს შენობა შეიძლება ჩამოიშალოს და ზღვაში ჩავარდეს.

აღნიშნულია, რომ შენობა, სავარაუდოდ, ექსპლუატაციიდან 1990-იან წლებში, ცივი ომის დასრულების შემდეგ ამოიღეს. ამჟამად, გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ის კლდის კიდეზეა განთავსებული და პლაჟის ზედაპირიდან დაახლოებით 7,6 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

„ჩვენ ვცხოვრობთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად ეროზირებულ სანაპიროზე და ამ ბუნკერს დიდი დრო აღარ დარჩა, შესაძლოა, სულ რამდენიმე დღეც კი,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ისტორიის მკვლევარმა დეივი რობინსონმა. მიწისქვეშა სადამკვირვებლო პოსტი, სავარაუდოდ, ცივი ომის დასრულებიდან მალევე, 1990-იან წლებში, ექსპლუატაციიდან ამოიღეს. ამჟამად იგი კერძო ტერიტორიაზე მდებარეობს და ადგილობრივ ხელისუფლებას მასზე არანაირი იურიდიული პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

გამოცემის ცნობით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ სანაპირო ზოლი, სადაც შენობა მდებარეობს, არ არის დაცული, რაც საშუალებას აძლევს სანაპირო ეროზიულ პროცესებს შეუფერხებლად გაგრძელდეს. სწორედ ამის გამო მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ ამ ტერიტორიასთან მიახლოებისგან.