ტრამპმა შვილების აღზრდის შესახებ ისაუბრა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი შვილების აღზრდის შესახებ ისაუბრა. 

ტრამპის თქმით, იგი შვილებს უკრძალავს ალკოჰოლის მიღებას, მოწევას და ნარკოტიკების გამოყენებას. „მე ყოველთვის ვეუბნებოდი ჩემს შვილებს: არ მიიღოთ ნარკოტიკები, არ დალიოთ, არ მოწიოთ, უბრალოდ, შორს დაიჭირეთ თავი ნარკოტიკებისგან“, - განაცხადა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ადრე ტრამპმა ასევე გაამხილა საკუთარი დამოკიდებულება ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიმართ. მან ხაზი გაუსვა, რომ არასდროს სვამდა ალკოჰოლს და არ მოიხმარდა აკრძალულ ნივთიერებებს.

მედიაში გავრცელებული ცნობის თანახმად,  ტრამპი გეგმურ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მზარდი კითხვების ფონზე, რომლებიც შესამჩნევმა ჩალურჯებებმა და შეშუპებამ გააჩინა.