სროლა ვერაზე - ვრცელდება ახალი დეტალები
1784749975
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მონაწილეობა მიიღო ახლო აღმოსავლეთში დაღუპული ოთხი ამერიკელი ჯარისკაცის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საპატიო ცერემონიაში.
სამგლოვიარო ცერემონიალს პრეზიდენტთან ერთად აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტიც ესწრებოდა.
უფროსი ლეიტენანტი ტაილერ ჯეიმს ფიჰანი (25 წლის), სერჟანტი ანჟელ ს. რამპერსადი (28 წლის) და რიგითი იზაბელა გონსალესი (19 წლის) გასულ პარასკევს, იორდანიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე განხორციელებულ ირანულ იერიშს ემსხვერპლნენ.
ხოლო სერჟანტი მაიკლ ემანუელ სუინტონი (30 წლის) შაბათს, ერაყში მდებარე აშშ-ის ავიაბაზაზე ირანული დრონის გაუვნებელყოფისას დაიღუპა.
დელავერში გამგზავრებამდე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანი ამ ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო „საკადრისად აგებს პასუხს“.