ტრამპმა განაცხადა, რომ ცდილობს, აშშ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტიდან გამოიყვანოს

 ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცდილობს, საკუთარი ქვეყანა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტიდან გამოიყვანოს.

„ეს ბაიდენის ომია. ეს ჩემი ომი არ არის. მე აქ იმისთვის ვარ, რომ აქედან თავი დავაღწიოთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია ამის მისაღწევად ბევრს შრომობს, ხოლო თეთრი სახლის ლიდერი უკრაინის გარშემო არსებული სიტუაციის მოგვარების იმედს იტოვებს.

„მე ბევრი ომი შევაჩერე. ეს არის ერთ-ერთი მათგანი, რომლის შეჩერებასაც ვცდილობ“, - განაცხადა ტრამპმა.