ცნობილი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1754510058
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის 1000-ქულიანი მასტერსის ტურნირის საკვლიფიკაციო ეტაპის ფინალშია.
საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ბასილაშვილმა მსოფლიო რეიტინგის 155-ე ნომერი კრისტოფერ ეუბანკსი სამ სეტში – 6:4, 4:6, 7:6 დაამარცხა.
ცინცინატის მასტერსის ძირითად ბადეში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ კოლტონ სმიტს შეხვდება, რომელიც კლასიფიკაციაში 136-ე პოზიციას იკავებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად რეიტინგის 112-ე ნომერია.