სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის დამატებითი ნაბიჯები გადადგას რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ეს არ მოხდება მანამ, სანამ ევროპული ქვეყნები რუსულ ნავთობს ყიდულობენ.
მისი თქმით, ნავთობის ფასის შემცირების შემთხვევაში ვლადიმირ პუტინს „არ ექნება სხვა არჩევანი და იძულებული იქნება, ომიდან გამოვიდეს“.
„ევროპა კვლავ ყიდულობს რუსულ ნავთობს. მე კი ინდოეთს სანქციები დავუწესე, რათა მათაც შეეწყვიტათ რუსეთთან ენერგორესურსების ვაჭრობა“, - აღნიშნა ტრამპმა.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან ერთიანობა გადამწყვეტია.
„მზად ვარ სხვა ნაბიჯებიც გადავდგა, მაგრამ არა მაშინ, როცა იმ ხალხისთვის ვიბრძვი, ვინც თავად რუსულ ნავთობს ყიდულობს. თუ ნავთობის ფასი დაიწევს, ყველაფერი ძალიან მარტივად მოგვარდება“, - დასძინა მან.