ტრამპმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ენერგეტიკის მდივნის შეფასებას იმის შესახებ, რომ ბენზინის ფასი მომავალ წლამდე, შესაძლოა, 3 დოლარზე დაბლა არ ჩამოვიდეს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოცემა The Hill-ს განუცხადა, რომ იგი არ ეთანხმება ენერგეტიკის მდივნის, კრის რაიტის შეფასებას იმის შესახებ, რომ ბენზინის ფასი მომავალ წლამდე, შესაძლოა, 3 დოლარზე დაბლა არ ჩამოვიდეს.

„არა, ვფიქრობ, ის ამ საკითხში ცდება. სრულიად ცდება“, - განაცხადა ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუს დროს, როდესაც მას საკუთარი ენერგეტიკის მინისტრის კომენტარის შესახებ ჰკითხეს.

კითხვაზე, თუ როდის დაიწევს ბენზინის ფასი, ტრამპმა The Hill-ს უპასუხა: „როგორც კი ეს დასრულდება“, რაც ირანის ომზე მინიშნება იყო.

რაიტმა კვირას CNN-ს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეზღუდვების ფონზე, ბენზინის ფასმა, შესაძლოა, მომავალ წლამდე 3 დოლარზე დაბლა არ დაიწიოს.

„არ ვიცი. ეს შეიძლება მიმდინარე წლის ბოლოს მოხდეს, თუმცა შესაძლოა მომავალ წლამდე ვერ მოხერხდეს“, - განაცხადა რაიტმა.