ლოცვა, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ
1787115660
ტრამპის კრიტიკის შემდეგ აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნების ხანგრძლივობა ორჯერ შემცირდა. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ წვრთნებს Ulchi Freedom Shield, რომლებიც 17 აგვისტოს დაიწყო 21 აგვისტოს დაასრულებენ. თავდაპირველად ყოველწლიური ერთობლივი წვრთნების ჩატარება 17-დან 27 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, წვრთნების პროგრამიდან ამოიღებენ ეტაპს, რომლის დროსაც სამხრეთ კორეაზე თავდასხმის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეაზე საპასუხო კონტრშეტევა მუშავდებოდა
წვრთნების დაწყების წინ ისინი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა. მისი თქმით, სეულთან ერთობლივი მანევრები „ძვირია“ და „სრულიად უადგილო და მტრულ სიგნალს უგზავნის“ ჩრდილოეთ კორეას, რომელიც თითქოს პატივისცემით იქცეოდა იმ პერიოდებში, როდესაც ტრამპი ხელისუფლებაში იმყოფებოდა.
The Wall Street Journal-ის მონაცემებით, ტრამპი ვარაუდობს, რომ შემოდგომაზე შეხვდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ფხენიანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლების მიზნით.