ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
1788552530
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას შემდეგ რაც მან კანადა-ამერიკის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა.
„ადამიანებს, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების პატრიოტებს, ძალიან მოსწონთ ონტარიოს ტბისთვის სახელის გადარქმევა და მისთვის „ამერიკის ტბის“ დარქმევა! მხარდაჭერა მართლაც უზარმაზარია, მათ შორის Google Maps-ის, Apple Maps-ისა და Microsoft-ის Bing Maps-ის მხრიდანაც. სახელის გადარქმევის შემდეგ, ტბის ამერიკულ სანაპიროზე ბიზნესი უბრალოდ აყვავდა!“, - დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპმა 27 აგვისტოს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა. აღნიშნულმა ფაქტმა კანადის ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია.