1773942314
ტრამპის განცხადებით, ირანის წარმომადგენლები მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, მაგრამ ამის შესახებ არ საუბრობენ, რადგან ეშინიათ, რომ მოკლავენ
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს ძალიან სურს შეთანხმება და მათი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ ამაზე ვერ საუბრობენ, რადგან ეშინიათ, რომ მათ ამის გამო მოკლავენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"არავის უნახავს ისეთი რამ, რასაც ჩვენ, ახლო აღმოსავლეთში, ირანთან მიმართებით ვაკეთებთ და ისინი რეალურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ძალიან სურთ შეთანხმება, მაგრამ ეშინიათ ამაზე საუბრის. ეშინიათ, რომ საკუთარი ხალხი მათ მოკლავს. მათ ასევე ეშინიათ, რომ ჩვენ მოვკლავთ", - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში რესპუბლიკური საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე.
CNN-თან საუბრისას, ადმინისტრაციის ორმა წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ მუშაობს პაკისტანში შეხვედრის ორგანიზებაზე, რათა განიხილონ კონფლიქტის მოგვარების გზები.
მაია ბუწაშვილი მიმართვას ავრცელებს
1774453467











