საქართველოს საზღვართან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1756242155
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყვის.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეკონომიკური ომი რუსეთისთვის ცუდი იქნება.
„მინდა, რომ ეს შეთანხმება დასრულდეს. იმის გაკეთება თუ მომიწევს, რაც მხედველობაში მაქვს, ეს ძალიან, ძალიან სერიოზულია. მხედველობაში გვაქვს ეკონომიკური სანქციები. მე ვსაუბრობ ეკონომიკურზე, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ მსოფლიო ომში ჩართვას. ჩემი აზრით, უკრაინა შესაძლოა მსოფლიო ომში აღმოჩენილიყო. ჩვენ აღარ ვაპირებთ მსოფლიო ომში ჩართვას, მაგრამ შესაძლოა, ეს მსოფლიო ომით დასრულებულიყო. ისინი მზად იყვნენ წინ წასასვლელად. მე მინდა, რომ ეს შეწყდეს. მე ვსაუბრობ ეკონომიკურ ომზე და ეკონომიკური ომი ცუდი იქნება რუსეთისთვის. მე ეს არ მინდა. იცით, ზელენსკიც არ არის სრულიად უდანაშაულო. ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო. მე ძალიან კარგად ვეწყობი ზელენსკის, ახლა ჩვენ ძალიან განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან ჩვენ ახლა არ ვაძლევთ არანაირ თანხას უკრაინას. NATO-ს წევრი ქვეყნები იხდიან. ესეც რომ არ იყოს, მინდა, რომ ეს დასრულდეს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. გასულ კვირას 7 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ისინი რუსები, უკრაინელები იყვნენ, ისინი არ იყვნენ ამერიკელები, ამიტომ ბევრმა შეიძლება თქვას, რაში გაინტერესებთ? ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ მე მაინტერესებს“, – განაცხადა ტრამპმა.