ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბარი კიდევ ერთხელ შეაფასა.
ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა, თუმცა იმედგაცრუებული იყო რუსეთის პრეზიდენტთან საუბრით.
„ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი პრეზიდენტ პუტინთან ჩემი სატელეფონო ზარით. ძალიან იმედგაცრუებული“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ჟურნალისტმა ტრამპს ასევე ჰკითხა, რატომ არ ეხმარება უკრაინას ისე, როგორც ისრაელს, რაზეც ტრამპმა აღნიშნა:
„მე ვეხმარები უკრაინას, ძალიან ბევრს ვეხმარები. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი და არჩევნები არ გაეყალბებინათ, ეს ომი არ დაიწყებოდა. არჩევნები თუ არ გაყალბდებოდა, არ გექნებოდათ ომი რუსეთთან, არ გექნებოდათ ინფლაცია“.
შეგახსენებთ, 3 ივლისს დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ პროგრესს ვერ მიაღწია.