ტრამპი ვარაუდობს, რომ ირან-ისრაელის ომი შესაძლოა მალე ისევ დაიწყოს ერთ დღეს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ირან-ისრაელის ომი „შესაძლოა მალე ისევ დაიწყოს ერთ დღეს“. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News ავრცელებს.

კითხვაზე, თუ რატომ არის ის ასე დარწმუნებული, რომ ისრაელსა და ირანს შორის ომი დასრულდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

იმიტომ, რომ მე ორივესთან მქონდა საქმე და ორივე დაღლილია, გამოფიტულია.
მისი თქმით, „მათ ძალიან მძიმედ და სასტიკად იბრძოლეს“.

თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ „ვფიქრობ, ერთ დღესაც შესაძლოა მალე ისევ დაიწყოს“.