„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანთან შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში აშშ ირანის ყველა ელექტროსადგურს, ნავთობის ჭაბურღილებსა და კუნძულ ხარგს გაანადგურებს. როგორც ტრამპი წერს, აშშ სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ და უფრო გონივრულ რეჟიმთან ირანში ჩვენი სამხედრო ოპერაციების დასრულების შესახებ. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ რაიმე მიზეზით შეთანხმება მალე თუ არ იქნება მიღწეული, რაც, სავარაუდოდ, მოხდება, და ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ არ „გაიხსნება ბიზნესისთვის“, ირანში ჩვენს მშვენიერ „ყოფნას“ დავასრულებთ მათი ყველა ელექტროსადგურის, ნავთობის ჭაბურღილებისა და კუნძულ ხარგის (შესაძლოა, გამტკნარების ყველა ქარხნის!) აფეთქებით, სრული განადგურებით, რომლებსაც ჯერ განზრახ არ „შევხებივართ“. ეს იქნება შურისძიება ჩვენი მრავალი ჯარისკაცისა და სხვებისთვის, რომლებიც ირანმა დახოცა და მოკლა ძველი რეჟიმის 47-წლიანი „ტერორის მმართველობის“ დროს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.