ტრამპი: ორი მიწისძვრა, რომელიც თავს დაატყდა ​დიდებულ ვენესუელელ ხალხს, მასშტაბით უზარმაზარია, დავავალე ჩვენი მთავრობის ყველა უწყებას, მოემზადონ სწრაფი მოქმედებისთვის

დონალდ ტრამპი

ორი ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ახლახან დაატყდა თავს დიდებულ ვენესუელელ ხალხს, მასშტაბით უზარმაზარია და კატასტროფული რაოდენობის მსხვერპლი გამოიწვია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ მზად არის, ასევე სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც, რომ ვენესუელას დაეხმაროს.

„მე დავავალე ჩვენი მთავრობის ყველა უწყებას, მოემზადონ სწრაფი მოქმედებისთვის. ჩვენ გვერდში დავუდგებით ჩვენს ახალ და დიდებულ მეგობრებს. პირველადი ცნობები არასახარბიელოა!“, – წერს ტრამპი.

ვენესუელაში ორ ძლიერ მიწისძვრასა და განმეორებით ბიძგებს ნგრევა მოჰყვა, წინასწარი ცნობებით, დაღუპულია, სულ მცირე, 32 ადამიანი, ხოლო 700 დაშავდა.