ტრამპი: NATO 20 წელია, დანიას ეუბნება, „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა აღმოფხვრათ“, სამწუხაროდ, დანიამ ვერაფრის გაკეთება შეძლო, ახლა ამის დრო დადგა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დანიამ გრენლანდიიდან „რუსული საფრთხის“ მოსაშორებლად ვერაფერი გააკეთა.

მისი თქმით, ახლა სწორედ ამის დროა.

„ნატო 20 წელია, დანიას ეუბნება: „თქვენ გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა აღმოფხვრათ“. სამწუხაროდ, დანიამ ამასთან დაკავშირებით ვერაფრის გაკეთება შეძლო. ახლა ამის დრო დადგა და ეს მოხდება!“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.