მედიის ცნობით, კანადა გრენლანდიაში რამდენიმე სამხედროს გაგზავნას განიხილავს

მარკ კარნი

კანადა გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბისი ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც მედიას ორმა კანადელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი დანიის მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე კანადელი ჯარისკაცის გაგზავნას განიხილავს.

გავრცელებული ცნობით, საგანგებო გეგმა გასულ კვირას შემუშავდა და ფედერალურ მთავრობას წარედგინა. კანადის სამეფოს საჰაერო ძალების კონტინგენტი უკვე მონაწილეობს  გრენლანდიაში „წინასწარ დაგეგმილ“ NORAD-ის წვრთნებში. პრემიერ-მინისტრი განიხილავს, გაგზავნოს თუ არა დამატებითი ძალები დანიელების მიერ დაგეგმილი „სუვერენიტეტის წვრთნების“ ფარგლებში, რაც შესაძლოა, მოიცავდეს წვრთნებს არქტიკული კუნძულის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.