ტრამპი მასკის მიერ ახალი პარტიის შექმნას „სასაცილოს“ უწოდებს

ტრამპი

დონალდ ტრამპი ილონ მასკის მიერ ახალი პარტიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეერთებულ შტატებში ყოველთვის ორპარტიული სისტემა იყო და მესამე პარტიის შექმნის იდეა სასაცილოა.

„ვფიქრობ, მესამე პარტიის შექმნა სასაცილოა. „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად საოცარი წარმატება გვაქვს. „დემოკრატებს“ ცოტა გზა აებნათ, მაგრამ ყოველთვის ორპარტიული სისტემა გვქონდა და, ვფიქრობ, მესამე პარტიის დამატება უბრალოდ დაბნეულობას გამოიწვევს“, - მიიჩნევს ტრამპი.

მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს.