დავით ჩიხელიძე: ბიძინა ივანიშვილი შეგნებულად არ დათანხმდა რობინ დანიგანთან შეხვედრას, რადგან ის იყო სანქცირებული და არ სურდა მასთან სანქციების თემით ვაჭრობა მომხდარიყო, არ სურდა რაიმე ნაბიჯი პირადი ინტერესის გამო გადაედგა, რადგან მისთვის ამოსავალ წერტილს სამშობლო წარმოადგენს

დავით ჩიხელიძე

„თითქმის გაუქმებული რადიო თავისუფლება, თითქმის კარიერა დამთავრებული რობინ დანიგანის ინტერვიუს ავრცელებს. დღევანდელი მოცემულობით, აშშ-iს ყოფილი ელჩის ინტერვიუ არასაჭირო და უინტერესოა, მაგრამ რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათი ძირითადი საქმიანობა, არა ჟურნალისტიკა, არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესება და ხალხზე ზემოქმედება არის. როგორც ელჩი ამბობს, ის ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებზე წინ, საკუთარ ინტერესებს აყენებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი შეგნებულად არ დათანხმდა ელჩთან შეხვედრას, რადგან ის იყო სანქცირებული და არ სურდა მასთან სანქციების თემით ვაჭრობა მომხდარიყო და არ სურდა, რაიმე ნაბიჯი პირადი ინტერესის გამო გადაედგა, რადგან მისთვის ამოსავალ წერტილს სამშობლო წარმოადგენს. „თითქმის გაუქმებული რადიო თავისუფლება, თითქმის კარიერა დამთავრებული რობინ დანიგანის ინტერვიუს ავრცელებს. დღევანდელი მოცემულობით, აშშ-ის ყოფილი ელჩის ინტერვიუ არასაჭირო და უინტერესოა, მაგრამ რადიო თავისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათი ძირითადი საქმიანობა, არა ჟურნალისტიკა არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესება და ხალხზე ზემოქმედება არის. როგორც ელჩი ამბობს, ის ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ინტერესებზე წინ, საკუთარ ინტერესებს აყენებს. უღირსი, უსამშობლო და პატარა ადამიანი, სხვა ადამიანის სიდიადეს და სამშობლოს სიყვარულს ვერასდროს გაიგებს. სხვა რომ შეაფასო შენ რაიმეს უნდა წარმოადგენდა. დიდი ადამიანის ცნობა მხოლოდ დიდ ადამიანს შეუძლია! რეალურად რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა? ის შეგნებულად არ დათანხმდა ელჩთან შეხვედრას, რადგან ის იყო სანქცირებული და არ სურდა მასთან სანქციების თემით ვაჭრობა მომხდარიყო, მას არ სურდა რაიმე ნაბიჯი პირადი ინტერესის გამო გადაედგა, რადგან მისთვის ამოსავალ წერტილს სამშობლო წარმოადგენს! ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ინტერესებზე წინ სამშობლოს ინტერესები დააყენა, რაც რა თქმა უნდა გაუგებარია ელჩი დანიგანისთვის, რადგან მან, როგორც აგენტმა არ იცის სამშობლოს მნიშვნელობა და სამშობლოსთან ემოციური კავშირი არ აქვს.“ - წერს ჩიხელიძე.