1767982195
ტრამპი: ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს, გუშინ დამირეკეს, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმებით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანიდან მოლაპარაკებებისთვის დაუკავშირდნენ.
„გუშინ დამირეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმებით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო სამხედრო ვარიანტებს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ მილიარდერ ილონ მასკთან საუბარს გეგმავს.
ირანში დემონსტრაციები მე-15 დღეა, მიმდინარეობს. აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ბოლო მონაცემებით, ირანში საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.












