ტრამპი: გამდიდრებული ურანი, ან დაუყოვნებლივ გადაეცემა აშშ-ს გასანადგურებლად, ან ირანთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით, ადგილზე ან სხვა მისაღებ ადგილას განადგურდება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის გამდიდრებული ურანი, ან შეერთებულ შტატებს გადაეცემა გასანადგურებლად, ან ირანის რესპუბლიკა გაანადგურებს.

„გამდიდრებული ურანი (ბირთვული მტვერი), ან დაუყოვნებლივ გადაეცემა შეერთებულ შტატებს ქვეყანაში წასაღებად და გასანადგურებლად, ან, რაც უფრო სასურველია, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით, ადგილზე ან სხვა მისაღებ ადგილას განადგურდება, სადაც ატომური ენერგიის კომისია ან მისი ექვივალენტი დაესწრება ამ პროცესსა და მოვლენას“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.