1756145280
ტრამპი: ევროპა უკრაინას უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებს მისცემს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან დაკავშირებით ევროპის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონტინენტი კიევს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებს მიანიჭებს.
„ევროპა მათ უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტიებს მისცემს. ჩვენ მხარდამჭერის პოზიციაში ვიქნებით“, - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სირთულეები არ წარმოიშობა.
„ვფიქრობ, დიდი პრობლემა არ გვექნება, თუ შეთანხმებას მივაღწევთ“, - დასძინა მან.