ტრამპი ემოციურად უდგება ომის თემას - დიმიტრი პესკოვი

დიმიტრი პესკოვი

დონალდ ტრამპი ემოციურად უდგება ომის თემას, – ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნათქვამს, რომ ვლადიმერ პუტინმა მას „იმედი გაუცრუა“.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აშშ და პირადად პრეზიდენტი ტრამპი ინარჩუნებენ პოლიტიკურ ნებას და განზრახვას, გააგრძელონ ძალისხმევა, რათა ხელი შეუწყონ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებას. რადგან, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპი საკმაოდ ემოციურად უდგება ამ თემას. ეს აბსოლუტურად გასაგებია“, – განაცხადა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „პუტინმა იმედი გამიცრუა. ის ძალიან ბევრ ადამიანს კლავს და კიდევ უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს“.