ტრამპი დღეს შოტლანდიაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს შოტლანდიაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.

როგორც მედია წერს, მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმება იქნება.

დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ აღნიშნა, რომ ამით კირ სტარმერიც კმაყოფილი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამ შეთანხმებაში ჩართული არ არის, ძალიან ბედნიერი იქნება, რადგან გარკვეული ერთიანობა დამყარდა. მას ძალიან გაუხარდება ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, ლიდერები განიხილავენ ისრაელ-ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმებს და ღაზაში არსებულ ჰუმანიტარული კრიზისს.