ტრამპი CNN-ის ჟურნალისტზე: ნატაშა ბერტრანი CNN-იდან უნდა გააგდონ

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ CNN-მა ჟურნალისტი ნატაშა ბერტრანი – ერთ-ერთი იმ ჟურნალისტთაგანი, ვინც მოამზადა მასალა, სადაც ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ განადგურებულა – „ძაღლივით უნდა გააგდოს“.

„ნატაშა ბერტრანი CNN-იდან უნდა გააგდონ! სამი დღე ვუყურებდი, როგორ ამზადებდა ყალბ ამბებს. ის დაუყოვნებლივ უნდა გაკიცხონ, შემდეგ კი ძაღლივით გააგდონ!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„მას არ უნდა მიეცეს უფლება, მუშაობდეს „ფეიკ ნიუს“ CNN-ზე. სწორედ მისნაირი ხალხი ანადგურებს ოდესღაც დიდებული ტელეარხის რეპუტაციას. მისი მიკერძოება აშკარად ნეგატიური იყო, გარდა ამისა, მას არ აქვს ის, რაც საჭიროა კამერის წინ მუშაობისთვის, ახლოსაც კი არ არის. გააგდეთ ნატაშა!“ - დასძინა მან.