ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც მხარს დაუჭერენ BRICS-ის „ანტიამერიკულ პოლიტიკას“, დამატებით 10%-იან ტარიფს დაექვემდებარებიან. ამის შესახებ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.
ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც BRICS-ის წევრებმა გააკრიტიკეს მისი სატარიფო პოლიტიკა, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის შეთავაზებული რეფორმები.
„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც BRICS-ის ანტიამერიკულ პოლიტიკას შეუერთდება, დამატებით 10%-იან ტარიფს დაექვემდებარება. ამ პოლიტიკაში გამონაკლისები არ იქნება. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“, - დაწერა ტრამპმა.
BRICS-ის ჯგუფის პირველი სამიტი 2009 წელს გაიმართა, რომელშიც დამფუძნებელი ქვეყნები - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი - მონაწილეობდნენ. მოგვიანებით ბლოკს სამხრეთ აფრიკა შეუერთდა, ხოლო გასულ წელს ეგვიპტე, ეთიოპია, ინდონეზია, ირანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეუერთდნენ.