1778184177
ტრამპი: ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა - ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენი უკრაინის სამხედრო დახმარების პოლიტიკის გამო მკაცრად გააკრიტიკა და მას „სულელი“ უწოდა.
ტრამპის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკული შეიარაღების არსებული მარაგები ისე გასცა, რომ სანაცვლოდ ქვეყნისთვის არანაირი სარგებელი არ მიუღია.
„ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა. ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია, მან უბრალოდ მთელი ჩვენი მარაგი უკრაინას დაურიგა“, - განაცხადა ტრამპმა.
Trump:
— Clash Report (@clashreport) May 1, 2026
Biden came in like a stupid fool, and he gave a lot of what we had to Ukraine.
Biden didn’t get money, he got nothing but gave a lot of the inventory away to Ukraine. pic.twitter.com/VsH7eCzFtm












