„თბილისში ჯადოა.... მტკვარში, ქუჩებში, უცნაური ნივთები ყრია...“ - ეზოტერიკოსი
1747338413
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 16 მაისს, სავარაუდოდ, ვაშინგტონში დაბრუნდება. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან თავად განაცხადა.
„ჩვენ ხვალ გავემგზავრებით, როგორც იცით. თითქმის დანიშნულების ადგილის გარეშე – იმიტომ, რომ ისინი ზარებს მიიღებენ: „შეგიძლიათ აქ იყოთ? შეგიძლიათ იქ იყოთ?“ მაგრამ ხვალ, სავარაუდოდ, ვბრუნდებით ვაშინგტონში”, – უთხრა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, შესაძლებელი იყო, სტამბოლში ჩასულიყო.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი პირველი საგარეო ვიზიტით საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია.