1771531835
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „მშვიდობის საბჭოში“ ათ მილიარდ დოლარს შეიტანს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „მშვიდობის საბჭოში“ ათ მილიარდ დოლარს შეიტანს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობისთვის გაღებული ეს თანხა უმნიშვნელოა იმ დანახარჯებთან შედარებით, რასაც რეალური ომები მოითხოვს.
„„მშვიდობის საბჭო“ აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება უკეთესი მომავლის აშენება. მინდა, გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატები აპირებს ათი მილიარდი დოლარის შენატანის გაკეთებას „მშვიდობის საბჭოსთვის““, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო, ბაჰრეინი, კატარი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი და ქუვეითი ღაზის სექტორისთვის შვიდ მილიარდ დოლარზე მეტს შეიტანენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მშვიდობის საბჭო“ ზედამხედველობას გაუწევს გაეროს და უზრუნველყოფს მის გამართულ ფუნქციონირებას.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, „მშვიდობის საბჭო“ დააბრუნებს გაერო-ს.
„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ გაეროსთან. ჩვენ მათ დავაბრუნებთ. ვფიქრობ, გაერო-ს დიდი პოტენციალი აქვს, მართლაც დიდი პოტენციალი, თუმცა მათ პოტენციალი ვერ გამოავლინეს. ჩვენ გავაძლიერებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. მათ დახმარება სჭირდებათ, მათ დახმარება ფინანსური თვალსაზრისითაც სჭირდებათ. ჩვენ დავეხმარებით მათ ფინანსურად და უზრუნველვყოფთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სიცოცხლისუნარიანი იყოს. გაეროში ძალიან კარგი ადამიანები არიან, რომლებსაც კარგი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ. რვა ომი. მე მათთან არცერთ მათგანზე არასდროს მისაუბრია. და ყველა მათგანზე უნდა ვესაუბრო“, – განაცხადა ტრამპმა.











