1790272768
ტრამპი: აშშ-მა და ჩინეთმა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების მოგვარებაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა „უზარმაზარი პროგრესი განიცადეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში“.
მისი თქმით, ორ სახელმწიფოს შორის სატარიფო ომის შემდეგ სავაჭრო საბჭოს შექმნა იმის დასტურია, რომ მხარეები „უფრო დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ის და სი ძინპინი ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორებიცაა უსაფრთხოება, ტექნოლოგიები და „სუპერინტელექტი“ (Super Intelligence), რაც ხელოვნურ ინტელექტს გულისხმობს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ვაშინგტონი და პეკინი ამ საკითხებზე მიიღებენ, შეუძლია „ათწლეულების განმავლობაში მშვიდობის დამყარებას შეუწყოს ხელი“.











