ტრამპი: აშშ ახლოსაა ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმების დადებასთან, შეთანხმება შესაძლოა, მიღწეულ იქნას ევროკავშირთან, თუმცა კანადასთან შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ნაადრევია

დონალდ ტრამპი

აშშ ახლოს არის ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმების დადებასთან, შეთანხმება ასევე შესაძლოა, მიღწეულ იქნას ევროკავშირთან, თუმცა კანადასთან შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Real America’s Voice-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„ევროკავშირი სასტიკი იყო, ხოლო ახლა ისინი ძალიან კეთილები არიან. მათ სურთ შეთანხმების დადება და ეს მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ ბევრი წლის განმავლობაში გვქონდა. ჩვენ შეგვიძლია, შეთანხმება დავდოთ ევროპასთან. თქვენ იცით, მე ძალიან გულგრილი ვარ ამის მიმართ“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, მანამდე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირველი აგვისტოდან ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე 30-პროცენტიანი ტარიფები ამოქმედდებოდა.