ორსული ქალი და 12 წლის გოგო გაიტაცა დინებამ... დაღუპულია 5 წლის ბავშვი... - ტრაგედია დაღესტანში

დაღესტანი

დაღესტანი სტიქიის ზონაა. სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის და მეწყრის შედეგად, ევაკუაირებულია  ოთხ ათასზე მეტი მოსახლე.

ორსული ქალი და 12 წლის გოგო გაიტაცა დინებამ, მას მერე, რაც ფედერალურ მაგისტრალზე ხიდი ჩაინგრა, კალის დასახლებულ პუნქტში. დაზარალებულები მდინარიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კიდევ ერთი ქალი დაიღუპა სოფელ კირკიში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია.

ვრცელდება ინფორმაცია ხუთი წლის გოგოს დაღუპვაზეც, სოფელ მამედკალასთან ახლოს. მიმდინარეობს 44 წლის ქალის ძებნის ოპერაცია.

ხუთი წლის გოგონა დაღესტანში დამანგრეველი წყალდიდობის მსხვერპლი გახდა. ბავშვისა და ხანდაზმული ნათესავის ძებნა სოფელ მამედკალასთან თითქმის 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

SHOT-ის ცნობით, პატარა გოგონას ცხედარი 6 აპრილის დილით იპოვეს. მისი ბებიის ადგილსამყოფელი, რომელიც მასთან ერთად ერთი დღით ადრე გაუჩინარდა, უცნობია; მისი ძებნა გრძელდება.

წინასწარი ინფორმაციით, ოჯახი მანქანით მოძრაობდა, როდესაც გეჯუხას წყალსაცავის კაშხალი აფეთქდა. დაკარგული ქალის ქმარმა და შვილმა მანქანიდან თავის დაღწევა მოახერხეს. თუმცა, ბებია და შვილიშვილი შიგნით დარჩნენ, რომლებიც მძვინვარე დინებამ წაიღო. გოგონა სულ რამდენიმე დღეში ექვსი წლის გახდებოდა.

თავად სოფელ მამედკალაში სახლები და ღობეები დაინგრა, გზები კი წაიღო. სამწუხაროდ, წყალდიდობის შედეგად სხვა მსხვერპლიც არის.