სროლა ვერაზე - ვრცელდება ახალი დეტალები
1784749975
საკითხში ჩახედული მოქმედი და ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია დასავლეთ აფრიკაში, მალიში, „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებული დაჯგუფება JNIM-ის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post.
სამხედრო გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, მალი მერვე ქვეყანა გახდება, სადაც პრეზიდენტმა ტრამპმა მეორე ვადის დაწყების შემდეგ დარტყმები განახორციელა.
„ეს მისი საპრეზიდენტო კურსის სრულიად ახალი ფურცელია, თუმცა თავდაპირველად ის ირწმუნებოდა, რომ გლობალური ომების დასრულებასა და რესურსების ამერიკელებზე მიმართვას გეგმავდა“, - ნათქვამია სტატიაში.
თუმცა, ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, ღირს თუ არა ამ დაჯგუფებაზე დარტყმის განხორციელება. მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების ცნობით, რომლებიც, სხვების მსგავსად, სამხედრო დაგეგმვაზე საუბრისას ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, ძალის გამოყენების აქტიური მომხრე კონტრტერორიზმის საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, სებასტიან გორკაა.
დაჯგუფებამ, რომლის სრული დასახელებაა „ჯამაათ ნუსრატ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინი“, მალიში მთავარი საყრდენი ბაზა შექმნა და თავდასხმებს დასავლეთ აფრიკის სანაპირო სახელმწიფომდეც აფართოებს. დღეს ის რეგიონში ყველაზე კარგად აღჭურვილ და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დაჯგუფებად ითვლება.