არ გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ექსპერტის რჩევა
1774645514
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს უთხრა, რომ ის მზადაა ირანში სამხედრო კამპანია დაასრულოს ისე, რომ ჰორმუზის სრუტე არსებითად ჩაკეტილი დარჩეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ბოლო დღეებში ტრამპი და მისი თანაშემწეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის საკვანძო ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაცია კონფლიქტს დროში გაწელავს.
ამიტომაც, როგორც The Wall Street Journal-ი წერს, ტრამპმა ჩათვალა, აშშ-მა თავის მთავარი მიზნებს, ირანული ფლოტის პარალიზებისა და რაკეტების მარაგების განადგურების ჩათვლით, უნდა მიაღწიოს. პარალელურად ვაშინგტონი თეირანზე დიპლომატიურ წნეხს გააგრძელებს, რათა თავისუფალი ნაოსნობა აღადგინოს.
თუ ვაშინგტონი დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს, ის ევროპასა და სპარსეთის ყურეში მოკავშირეებზე წნეხს გააგრძელებს, რათა მათ ჰორმუზის გახსნის ინიციატივა საკუთარ თავზე აიღონ.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, არსებობს რამდენიმე სამხედრო ვარიანტი, რომლის განხილვა ტრამპს შეუძლია, მაგრამ ახლა ეს მის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.