The Telegraph: კირ სტარმერი მიანიშნებს, რომ მხარს დაუჭერს ტრამპის დარტყმებს ირანზე

კირ სტარმერი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მიანიშნა, რომ ბრიტანეთი მხარს დაუჭერს დონალდ ტრამპის მიერ ირანზე დარტყმის განხორციელებას. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.

ჩინეთში ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთა „უაღრესად მნიშვნელოვანია“ და რეჟიმი მომიტინგეების მიმართ „ამაზრზენ“ მოპყრობაში დაადანაშაულა - ეს სწორედ ის არგუმენტებია, რომლებსაც დონალდ ტრამპი იშველიებს ირანზე დარტყმის საჯაროდ განხილვისას.

„აღსანიშნავია, რომ მას [კირ სტარმერს] დეესკალაციისკენ არ მოუწოდებია, რასაც წარსულში ხშირად აკეთებდა ხოლმე, როდესაც აშშ სამხედრო მოქმედებებით იმუქრებოდა“, - წერს გამოცემა The Telegraph.