The New York Times: ირანთან დაკავშირებით თეთრ სახლში გამართული 2-საათიანი შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა

tetri saxli

The New York Times-ის ინფორმაციით, ირანთან დაკავშირებით თეთრ სახლში გამართული 2-საათიანი შეხვედრა საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა კონსულტაციები გარკვეულ საკითხებზე კვლავ გრძელდება.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მოთხოვნები, რომლებიც, ტრამპის თქმით, ოფიციალურმა თეირანმა სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უნდა შეასრულოს, მათ შორისაა ბირთვული პროგრამის შეზღუდვა და ჰორმუზის სრუტის უპირობო გახსნა.