The Independent: ბრიტანეთი უკრაინას რადიოელექტრონული ბრძოლის ახალ სისტემაზე ინტელექტუალურ უფლებებს გადასცემს

ბრიტანეთი უკრაინა

ლონდონი კიევს რადიოელექტრონული ბრძოლის ახალ სისტემაზე - Stone Cloak-ზე უფლებებს გადასცემს. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გადაცემა უკრაინას საშუალებას მისცემს, ის სამრეწველო მასშტაბით აწარმოოს, - წერს The Independent-ი პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემის განცხადებაზე დაყრდნობით.

„Stone Cloak-ი ბრიტანული ეროვნული ინოვაციების საუკეთესო ნიმუშია, რომელიც ფრონტის ხაზზეა გამოცდილი. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება. რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენს გადაწყვეტილებაში და ჩვენ უკან არ დავიხევთ, სანამ უკრაინისთვის ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას არ მივაღწევთ“, - განაცხადა ბერნემმა.

მოსალოდნელია, რომ ოფიციალურად ბერნემი გადაწყვეტილების შესახებ დღეს გამოაცხადებს, როდესაც ლონდონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს.

Stone Cloak-ი არის ლეპტოპის ზომის მოწყობილობა, რომელიც უკრაინულ დრონებს რუსული საჰაერო თავდაცვისთვის უხილავს ხდის. მანამდე დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უკვე გადასცა ათასობით ასეთი სისტემა.