ილია თოფურიას გულწრფელი აღიარება - რატომ დასრულდა მისი და ჯორჯინა უზკატეგუის ურთიერთობა
1783712768
შუალედურ არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, დონალდ ტრამპმა დაითხოვა დამოუკიდებელი ფედერალური კომისიის დარჩენილი წევრები, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო ადმინისტრაციებს საქმიანობაში ეხმარებოდნენ, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian.
ოთხწევრიანი ორპარტიული კომისიის დარჩენილი სამი წევრი ხუთშაბათს სხვადასხვა გზით აიძულეს, თანამდებობები დაეტოვებინათ - ერთადერთი „რესპუბლიკელი“ წევრი გადადგა, ხოლო დანარჩენ ორ „დემოკრატ“ წევრს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება თეთრი სახლის პერსონალის მართვის ოფისიდან ელექტრონული ფოსტით მიუვიდათ.
როგორც სააგენტო Reuters-ისთვის გახდა ცნობილი, ელექტრონულ წერილში ნათქვამია: „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელით გაცნობებთ, რომ არჩევნების ხელშემწყობი კომისიის წევრის პოზიციიდან თავისუფლდებით დაუყოვნებლივ. მადლობა გაწეული სამსახურისთვის“.
კომისიის ვებგვერდის თანახმად, „არჩევნების ხელშემწყობი კომისია“ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრირების საკითხებში ინფორმაციის ეროვნულ ცენტრს. ეს საკადრო ცვლილებები მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების აქტიურ მოწოდებებს, გადაიხედოს ფოსტით ხმის მიცემის წესები და გაგრძელდეს 2020 წლის არჩევნების შედეგების მოკვლევა, რომელშიც ტრამპი დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა.
„ეს არის უპასუხისმგებლო და სახიფათო ნაბიჯი, რადგან ამ ადმინისტრაციას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ქაოსი გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე საარჩევნო ოფიციალური პირების საქმიანობაში“, - განაცხადა არიზონას შტატის სახელმწიფო მდივანმა, ადრიან ფონტესმა ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში. „ეს ქმედება ძირს უთხრის არაპარტიული საარჩევნო ადმინისტრირების მთლიანობასა და სანდოობას“.