The Guardian: 2023 წლიდან ავსტრალიაში 3 მილიონ ტონაზე მეტი რუსული ნავთობპროდუქტი შევიდა

ნავთობი

სანქციების მიუხედავად, ავსტრალია რუსული ნავთობის იმპორტს აგრძელებს. ინფორმაციას The Guardian-ი ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევითი ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით (CREA) ავრცელებს.

გამოცემის მონაცემებით, ავსტრალია სანქციებში არსებულ ხვრელს იყენებს და ამის მეშვეობით, 2023 წლიდან ქვეყანაში 3 მილიონ ტონაზე მეტი რუსეთში წარმოებული ნავთობპროდუქტია იმპორტირებული. რუსული ნავთობი სინგაპურში, ჯურონგის პორტში შედის, რომელიც ნაწილობრივ ავსტრალიურ საინვესტიციო ბანკს Macquarie ეკუთვნის და შემდეგ ავსტრალიურ კომპანიებს მიეწოდება.

CREA-ს ექსპერტის, ვაიბხავ რაგუნანდანის განმარტებით, სანქციები საშუალებას აძლევს ავსტრალიას ნავთობპროდუქტები მესამე ქვეყნებისგან შეიძინონ. ფორმალურად ამით აკრძალვა არ ირღვევა, მაგრამ ფაქტობრივად კანბერა ამით მხარს უჭერს რუსულ ნავთობწარმოებას და კრემლში გადასახადების მიწოდებას.

„ეს მნიშვნელოვანი ხვრელია, რომელსაც ავსტრალიელი მყიდველები ყიდულობენ. ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებენ, თუმცა უდავოდ, ამ საზღვრებს სცდებიან“, - აღნიშნა ექსპერტმა. მისივე თქმით, ასეთი ქმედებები ძირს უთხრის ავსტრალიის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას.