გაიცანით ბიჭი, რომლის ქორწილში შესრულებულმა კინტაურმა სოციალური ქსელი დაიპყრო
1791891475
The Atlantic-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების გზაზე დაბრკოლებად აღიქვამს.
გამოცემის ცნობით, ტრამპს სურს რუსეთმა და უკრაინამ დეკემბერში აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მზადყოფნა გამოავლინონ. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა ერთ-ერთ მრჩეველს უთხრა, რომ სურს ორივე მხარე დორალში შეთანხმების დადების მიზნით ჩავიდეს, რათა თავად სამშვიდობო სამიტის წარმართვა შეძლოს. ტრამპის ვარაუდით, შესაძლოა ეს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებაში დაეხმაროს.
თუმცა, გამოცემის თანახმად, ტრამპი ზელენსკის ამ მიზნის მიღწევის გზაზე ერთ-ერთ დაბრკოლებად მიიჩნევს. ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე კვლავ არ წარადგინეს, რაც გასულ კვირას გახდა ცნობილი.
გარდა ამისა, ტრამპმა საკუთარი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის წინააღმდეგობის მიუხედავად, პუტინი დეკემბერში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია. შეხვედრას აშშ უმასპინძლებს, მისი ჩატარება კი მაიამის მახლობლად, დორალში, ტრამპის კუთვნილ გოლფის კომპლექსში იგეგმება.
თუ პუტინი მიწვევას მიიღებს, ეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დასავლეთის ქვეყანაში გამართულ მრავალმხრივ სამიტში მისი პირველი მონაწილეობა იქნება. ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტს თავადაც დაესწრება და იმედოვნებს, რომ ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების მიზნით პუტინთან შეხვედრას გამართავს.
The Atlantic-ის ცნობით, ტრამპი იმედოვნებს, რომ სამიტზე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას შეძლებს და ამით ნობელის მშვიდობის პრემიის მოპოვების შანსს გაზრდის.