ტეხასში, ამერიკის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლის მიერ მოქალაქის დაჭრას საპროტესტო აქცია მოჰყვა

ტეხას

გახდება თუ არა ამერიკელი სამართალდამცველის მიერ ერთ-ერთი მამაკაცის მძიმედ დაჭრა, მორიგი მასშტაბური არეულობის მიზეზი? - ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში, ამერიკის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლის მიერ მოქალაქის დაჭრას საპროტესტო აქცია მოჰყვა.

შეკრებილები ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკას აპროტესტებდნენ. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.