თეირანს შეუძლია, აირჩიოს მომავლისკენ მიმავალი ხიდი ან იზოლაციისა და განადგურების უფსკრული - ისრაელ კაცი

ისრაელ კაცი

 ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანი რთული არჩევანის წინაშე დგას.

მისი თქმით, თეირანს შეუძლია, აირჩიოს „მომავლისკენ მიმავალი ხიდი ან იზოლაციისა და განადგურების უფსკრული“.

„ირანი მეორეს თუ აირჩევს, სწრაფად აღმოაჩენს, რომ სამიზნეები, რომლისთვისაც აქამდე არ დაგვირტყამს, ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე ისინი, რასაც უკვე დავარტყით“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.

„ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრი შეეცადა, ლიბანში მებრძოლი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანთან უფრო ფართო კონფრონტაციის ნაწილად წარმოეჩინა.