თეირანის ცენტრში სამი აფეთქება მოხდა - ირანული მედია

ირანი

თეირანის ცენტრში სამი აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის დედაქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა და ქალაქის თავზე კვამლი გაჩნდა.

მანამდე, ირანის წინააღმდეგ დარტყმა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაადასტურა.

ისრაელ კაცის ცნობით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა.

„ისრაელის სახელმწიფომ ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხის აღმოფხვრის მიზნით“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.