ირანში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
1772270709
აშშ ირანს ზღვიდან და ჰაერიდან ბომბავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს აღნიშნული ცნობა მათ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა.
ტელეკომპანია CNN, თავის მხრივ, ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის სამიზნეს ირანში მდებარე სამხედრო ობიექტები წარმოადგენს.
ცნობისთვის, დღეს დილით ისრაელმა და აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. აფეთქებების ხმა ისმის თეირანში და ირანის სხვა მსხვილ ქალაქებში.