გიორგი ვოლსკი: დებატები არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება და საღად მოაზროვნე მედია საშუალებები უპირისპირდებიან იმ ექსტრემიზმს, რომელიც ვითარდება საქართველოს ქუჩებში

ვოლსკი

მსჯელობის განმავლობაში წარმოიშვა ისეთი წინადადება, რომელიც საქართველოში შეიძლება, დაბადებულიყო მხოლოდ, რომ სწორედაც გარკვეული მედია-საშუალებები არიან ჩასაქრობი, შესაზღუდი, რათა ექსტრემიზმს მიეცეს განვითარების საშუალება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას.

მან კომენტარი გააკეთა „დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების საკითხზე, ასევე დებატების გამართვის მნიშვნელობაზე.

„დებატები არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება და საღად მოაზროვნე მედია საშუალებები უპირისპირდებიან იმ ექსტრემიზმს, რომელიც ვითარდება საქართველოს ქუჩებში. დებატები ამ რევოლუციურ გეგმას მნიშვნელოვნად უპირისპირდება.

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუშაობდა, როდესაც იხილავდნენ საკითხს, თუ როგორ განვითარდეს ეს აგრესიული ექსტრემისტული პროცესების საქართველოში. ამ მსჯელობის განმავლობაში წარმოიშვა ისეთი წინადადება, რომელიც საქართველოში შეიძლება, დაბადებულიყო მხოლოდ, რომ სწორედაც გარკვეული მედია-საშუალებები არიან ჩასაქრობი, შესაზღუდი, რათა ექსტრემიზმს მიეცეს განვითარების საშუალება“, - განაცხადა ვოლსკიმ.