1774900454
ტატუებმა შეიძლება მხედველობა დაგიკარგოთ - რას ამბობენ ექიმები
იშვიათი თვალის დაავადება უვეიტი ტატუს გაკეთებასთან არის დაკავშირებული და მძიმე შემთხვევებში შესაძლოა სიბრმავეც კი გამოიწვიოს. ამის შესახებ ექიმები საუბრობენ.
სპეციალისტების თქმით, ტატუს მელანში არსებული ნივთიერებები ზოგჯერ იწვევს იმუნურ რეაქციას. ორგანიზმი მელანს საფრთხედ აღიქვამს და იწყებს ანთებით პროცესს, რომელიც შეიძლება თვალამდეც გავრცელდეს. შედეგად ზიანდება თვალის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც იწვევს ტკივილს, სიწითლესა და სინათლის მიმართ მგრძნობელობას. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია გლაუკომა და მხედველობის დაკარგვა.
ბოლო წლებში შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა - 2010 წლის შემდეგ ისინი თითქმის გაორმაგდა. სიმპტომები შეიძლება ტატუს გაკეთებიდან დიდი ხნის შემდეგაც გამოვლინდეს. უფრო მაღალი რისკი აქვთ დიდი ტატუების მქონე და შავი მელნის მომხმარებლებს.
განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სუსტი იმუნური სისტემა ან ქრონიკული დაავადებები.
მკურნალობა რთულია და ყოველთვის ეფექტური არ არის - ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დროებითი ან მუდმივი მხედველობის დაკარგვაც მოხდეს. მკურნალობის მიუხედავად, პაციენტების დაახლოებით 75%-ს აღენიშნება მხედველობის დროებითი დაკარგვა, ხოლო 17%-ს - მუდმივი. ასევე შესაძლებელია გართულებები, როგორიცაა კატარაქტა და გლაუკომა.
ექიმები გირჩევენ, ტატუს შემდეგ თვალის ტკივილის, სიწითლის ან მხედველობის გაუარესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალისტს.












