„თალიბანის“ სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის შეხვედრაზე დასასწრებად ჩადის

ევროკავშირი

ბელგიამ „თალიბანის“ დელეგაციის ხუთი წევრისთვის ვიზა გასცა. „როიტერის“ ინფორმაციით, „თალიბანის“ სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში მიგრაციის საკითხებზე ევროკავშირის შეხვედრაზე დასასწრებად ჩავა.

„ეს არის შეზღუდული ტერიტორიული მოქმედებისა და ხანგრძლივობის ვიზები: მხოლოდ ბელგიისთვის და მხოლოდ ერთი დღით“, – განაცხადა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

მისივე თქმით, დელეგაციის ვიზიტის ზუსტი თარიღი უსაფრთხოების მიზნით არ საჯაროვდება.

ცნობისთვის, „თალიბანი“ ავღანეთს 2021 წლის აგვისტოდან მართავს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო ძალებმა ქვეყანა დატოვეს.