თალიბანის მებრძოლები ირანის სასაზღვრო პუნქტს თავს დაესხნენ

ირანი

თალიბანის მებრძოლები ირანის სასაზღვრო პუნქტს დაესხნენ თავს. სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებული ცნობისა და ვიდეო მასალის მიხედვით, მებრძოლები ცოცხალი ძალის პარალელურად ჯავშანტექნიკასაც იყენებენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალიბანი სასაზღვრო ზონასთან ახლოს მდებარე ბაზას უახლოვდება და აცხადებენ, რომ მათი მიზანი „კორუმპირებული ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაა“.

ისლამური რესპუბლიკა მომხდარში ავღანეთს ადანაშაულებს. პარალელურად ცნობა გაავრცელა ავღანეთის თავდაცვის უწყებამ და ცეცხლის გახსნაში ირანი დაადანაშაულა.